მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს დანიშნა


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს დანიშნა. აღნიშნული გადაწყვეტილებმა პრეზიდენტმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა.

“ეს გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს პრემიერ -მინისტრთან შეთანხმებით, შესაბამისი დადგენილება გადაეგზავნება პრემიერ-მინისტრს და შემდეგ წარმიმართება შესაბამისი პროცედურები.”-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.