“თაფლის ფესტივალი” ზუგდიდში


ზუგდიდში, პირველად, მეორე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარეობს “თაფლის ფესტივალი”. მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასაქმებულმა სხვადასხვა მწარმოებლებმა თავიანთი ნაწარმი გამოიტანეს. დღევანდელ ფესტივალზე, ადგილობრივ მეწარმეებს წარმოდგენილი აქვთ აკაციისა და წაბლის თაფლი, აკაციის ფიჭიანი თაფლი, ცაცხვისა და მინდვრის ყვავილების თაფლი. გარდა ამისა, მეწარმეებმა გასაყიდად გამოიტანეს ფუტკრის რძე, დინდგელი, თაფლის სანთელი და ფუტკრის მოსავლელი მედიკამენტები.

ფესტივალის მონაწილეები ამბობენ, რომ დღეს, გასაყიდად გამოტანილია აქვთ ნატურალური თაფლი.

ფესტივალი მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას. კერძოდ, თაფლის წარმოების, როგორც დარგობრივი მიმართულების პოპულარიზაციას მუნიციპალიტეტში. თაფლის მეწარმეები საუბრობენ სახელმწიფოს მიერ თაფლის პროდუქტის საერთაშორისო ბაზარზე გატანის ხელშეწყობაზე.

“თაფლის ფესტივალი” ყოველწლიურად ჩატარდება.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!