აქცია გუბერნიის წინ…


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაბალი ზონის სოფლის მოსახლეობა სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქციას აგრძელებს. ამ ეტაპზე, მათ ადგილობრივი ხელისუფლების ოფისის წინ გაფუჭებული ხილ-ბოსტნეული გამოფინეს. ისინი ამბობენ, რომ სოფელი შიმშილობს,  რომ აზიურმა ფაროსანამ მათი საარსებო წყარო მოსპო. [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=LWbOVT0gN70[/embedyt]აქციის მონაწილეები  ზარალის დამთვლელი კომისიის შექმნას და შემდეგ ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. მათი მოთხოვნაა აგრეთვე გუბერნატორთან შეხვედრა. თუმცა, მათ უკვე ჰქონდათ სიტყვიერი დაპირისპირება გუბერნატორის მოადგილესთან დავით კოდუასთან.  ამ წუთას, 10 მოქალაქე შეხვდება გუბერნატორს და აქციის მონაწილთა სათქმელს გაახმოვანებს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!