“ზუგდიდასუფთავებამ”, მუნიციპალიტეტის დასუფთავების მორიგი აქცია მოაწყო


 ააიპ “ზუგდიდასუფთავების ცენტრმა” ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოაწყო. დილიდან დასუფთავდა დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორია, ბულვარი, ბოტანიკური ბაღი, ქალაქის ცენტრალური ქუჩები და მაგისტრალები.აქციის ფარგლებში, დასუფთავდა მუნიციპალიტეტის ცენტრალური ნაწილი. დასუფთავდა და სხვადასხვა ნარჩენებისგან გაიწმინდა ანაკლია- განმუხურის სანაპირო ზოლი. დღევანდელი დღის აუცილებლობაზე და მნიშვნელობაზე ყურადღებას ამახვილებენ “ზუგდიდასუფთავების” მუშები. ისინი ამბობენ, რომ მსგავსი სახის აქციებში მოსახლეობამაც უნდა მიიღოს მონაწილეობა და ერთობლივი ხელშეწყობით უნდა მოხდეს ქალაქის სისუფთავეზე ზრუნვა.

დღევანდელ შაბათობაზე, მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ააიპი-ების წარმოამდგენლებმა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!