აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვით იმუქრებიან


გუბერნიის წინ, სოფლის მოსახლეობის მიერ გამართული, ამ დილით დაწყებული აქცია, სოფლის დაზიანებული მოსავლის კომპენსაციის მოთხოვნით, ამ წუთებშიც გრძელდება. მოსახლეობა ამბობს, თუ ხელისუფლება არ უზრუნველყოფს მათი ზარალის დათვლას და შესაბამისი კომპენსაციის გაცემას, გზებს გადაკეთავენ, შიმშილობას დაიწყებენ. შეხვედრაზე, ამ საკითხთან დაკავშირებით გუბერნიაში მისულმა მოქალაქეებმა, უარყოფითი პასუხი მიიღეს. ისინი ამბობენ, რომ გუბერნატორის მოადგილემ  დავით კოდუამ, მათ უთხრა, რომ ამ ეტაპზე, სახელმწიფო ვერ შესძლებს კომპენსაციის გაზემას. [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=xz5DsADpJYc[/embedyt]

მომიტინგეები შეეცადნენ გადაეკეტათ ცენტრალური საავტომობილო გზა, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ: პრემიერ-მინისტრის ზუგდიდში ჩამოსვლას და მათთან შეხვედრას; კომპენსაციის სახით, ზარალის ანაზღაურებას; ბანკებთან შუამდგომლობას, ერთი წლის ვადით სესხზე გადასახადის გადავადებას; წინააღმდეგ შემთხვევაში, მომიტინგეები ამბობენ, რომ ბოიკოტს გამოუცხადებენ არჩევნებს.

აქციის მონაწილეებს მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ მამუკა წოწერიამ, რომელმაც თავის საუბარში განმარტა ადგილობრივი ხელისუფლებისგან მთავრობისადმი მიწოდებული ინფორმაციების შესახებ, რომელიც აღწერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობის მდგომარეობას.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=V2ZEj5YpjrE[/embedyt]

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაბალი ზონის სოფლის მოსახლეობა სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქციას აგრძელებს.  მათ ადგილობრივი ხელისუფლების ოფისის წინ გაფუჭებული ხილ-ბოსტნეული გამოფინეს. ისინი ამბობენ, რომ სოფელი შიმშილობს,  რომ აზიურმა ფაროსანამ მათი საარსებო წყარო მოსპო. აქციის მონაწილეები  ზარალის დამთვლელი კომისიის შექმნას და შემდეგ ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. მათი მოთხოვნაა აგრეთვე გუბერნატორთან შეხვედრა. თუმცა, მათ უკვე ჰქონდათ სიტყვიერი დაპირისპირება გუბერნატორის მოადგილესთან დავით კოდუასთან.  


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!