ისევ კოლხური ბზის შესახებ


დღეს, კავშირმა -ასოციაცია „აგორამ“ კოლხური ბზის მცირე სანერგეების მოწყობის მეთოდიკის და ფუნქციონირების შესახებ ტრენინგი ჩაატარა. პროექტის ფარგლებში, ტრენინგში მონაწილეებს გადაეცემათ სოფელ რუხში მოწყობილ სანერგე მურნეობაში გამოყვანილი კოლხური ბზის ნერგები.

პროექტის ექსპერტმა ირაკლი დარსმელიამ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია თუ როგორ შეიძლება სახლის პირობებში საკარმიდამო ნაკვეთში, ბზის მოვლა. ასევე ისაუბრა დაზიანებული მასივების აღდგენა- განაშენიანებაზე. ირაკლი დარსმელიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პროექტის მთავარი დანიშნულებაა, რომ გარკვეული წვლილი შეიტანონ უნიკალური კოლხური ბზის სახეობის გადარჩენაში. მისი თქმით, მარტო სახელმწიფო, არასამთავრობო სექტორის და მოსახლეობის გარეშე ამ პრობლემას თავს ვერ გაართმევენ, რადგან პრობლემა საკმაოდ სერიოზულია. [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=UwE1v8S6PlA[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!