ხელმოწერები მამა ნიკოლოზ მაქარაშვილის მხარდასაჭერად


ზუგდიდში, მეორე საჯარო სკოლის წინ, მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვება. როგორც გვითხრეს, ხელმოწერები გროვდება მამა გაბრიელის სულიერი შვილის მამა ნიკოლოზ მაქარაშვილის მღვდელმსახურების აღდგენასთან დაკავშირებით. ხელმოწერების ერთ-ერთმა ინიციატორმა შოთა ჭიჭინაძემ „ზუგდიდელებს“ უთხრა, რომ ხელმოწერების შეგროვება მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. მისი თქმით, ზუგდიდში, ამ ეტაპისთვის, 1800-მდე ხელმოწერა აქვთ გაკეთებული. აქცია გაგრძელდება 12 ოქტომბრამდე.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=-kCq2UxUsDE[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!