9-12 დეკემბერს გაიმართება “ზუგდიდის ტექნოლოგიური კვირეული”


  • ზუგდიდის ტექნოპარკისა და Smart Digital-ის ორგანიზებით, 9-12 დეკემბერს გაიმართება „ზუგდიდის ტექნოლოგიური კვირეული”, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების ტექნოლოგიებითა და მომავლის პროფესიებით დაინტერესებას.

“ზუგდიდის ტექნოლოგიური კვირეული” ჩატარდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების მონაწილეობით 4 დღის განმავლობაში ზუგდიდის ტექნოპარკში, სადაც მონაწილეები შეისწავლიან დრონების მართვას, გაეცნობიან ელექტრო ინჟინერიის საწყისებსა და Arduino-ს მიკროკონტროლერების მუშაობის პრინციპებს.

კვირეულის ფარგლებში მოეწყობა საველე გასვლა, სადაც მონაწილეები ჩაერთვებიან დრონების მართვის პრაქტიკულ ვორქშოპში.

ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლიათ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14-დან 18 წლამდე დაინტერესებულ პირებს, ვისაც აქვთ მოტივაცია და სურვილი დაეუფლონ ახალ მიმართულებებს”, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა. რეგისტრაციის ბოლო ვადა 6 დეკემბერია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.