ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია მრევლს მოუწოდებს არ მოჭრან ბზა


  • ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია განცხადებას ავრცელებს ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით.

“როგორც ცნობილია ბზობის დღესასწაულზე ტრადიციად ჩამოყალიბდა ბზის ტოტებით ეკლესიაში მისვლა. ამით გამოვხატავთ სურვილს, როგორც იერუსალიმში შევიდა მაცხოვარი, მსგავსად, თითოეული ჩვენგანის გულსა და ოჯახშიც შემოვიდეს იგი. თუმცა, რა თქმა უნდა ეს სიხარული არ უნდა გადავზარდოთ დაუფიქრებელ ქმედებებში, არ უნდა დავაზიანოთ ბუნება, რომელიც ღმერთმა ჩაგვაბარა. სამწუხაროდ, კოლხური ბზა დღეს სავალალო მდობარეობაში და გადაშენების პირასაა, ამიტომ ვთხოვთ ჩვენს მრევლს, მოსახლეობას, გავუფრთხილდეთ და არ დავაზიანოთ მცენარე.

ბზობის მადლი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს ამინ!”-ნათქვამია განცხადებაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!