მუზეუმში გაიხსნა გამოფენა “გადარჩენილი ტრადიციები”


  • დღეს, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმის უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეში გაიხსნა გამოფენა -“გადარჩენილი ტრადიციები”.

უფლისწულ ნიკო დადიანის სამეჯლისო დარბაზში გამოფენილი იყო ბროლ-ფაიფურის ჭურჭლის ნაკრები, რომელიც XIX საუკუნეს განეკუთვნება და გამოირჩევა შესრულების მაღალი ხარისხით, ტექნოლოგიებით, დახვეწილი მრავალფეროვანი ორნამენტებით, დამღებით, გერბები და მონოგრამებით.

გამოფენაში წარმოდგენილი იყო უნიკალური სხვადასხვა სარიტუალო დანიშნულების ნივთები, მათ შორის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებული, რომლებსაც დადიანები სუფრის გასალამაზებლად იყენებდნენ.

გამოფენა გაგრძელდება 27 ივნისამდე.

 .


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!