- 60 წლის განმავლობაში პირველად, იაპონიის ყველაზე მაღალი სტრატოვულკანი, ფუძის მთა ამ ზაფხულს ალპინისტებისთვის დახურული იქნება. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
ამ გადაწყვეტილების მიზანი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთაა. სიძუოკასა და იამანასის პრეფექტურების მთავრობის განცხადებით, სადაც 4 მთავარი მარშრუტიდან 3 გადის, განაცხადეს, რომ იინი 10 ივლისიდან 10 სექტემბრამდე დახურული იქნება.
ფუძის მთა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაშია. ზაფხულში მთაზე საშუალოდ 280 000 ადამიანი ადის.