აშშ-მ ორბიტაზე საიდუმლო კოსმოსური თვითმფრინავი გაუშვა


  • აშშ-ის საჰაერო ძალებმა 17 მაისს, კანავერალის კონცხიდან რაკეტა Atlas V გაუშვა, რომელმაც საიდუმლო მისიისთვის საჭირო კოსმოსური თვითმფრინავი, X-37B ორბიტაზე გაიყვანა.

თვითმფრინავი ორბიტაზე თანამგზავრს განათავსებს — ეს მისი მეექვსე მისია იქნება. აღსანიშნავია, რომ გაშვება პანდემიისგან დაზარალებულ წინა ხაზზე მომუშავეებს მიუძღვნეს.

X-37B კლასიფიცირებული პროგრამაა და მის შესახებ ძალიან ცოტა რამაა ცნობილი.

“ეს X-37B მისია იმაზე მეტ ექსპერიმენტს დაუდებს საფუძველს, ვიდრე აქამდე არსებული მისიები”, — განაცხადა საჰაერო ძალების მდივანმა ბარბარა ბერეტმა.

ერთ-ერთი ექსპერიმენტი კი თესლებზე და სხვა ნივთიერებებზე გამოსხივების ეფექტს შეამოწმებს.

X-37B პროგრამა 1999 წელს დაიწყო. თვითმფრინავი აშშ-ის კოსმოსური პროგრამის ფარგლებში გამოყენებადი შატლების პატარა ვერსიას ჰგავს.

Boeing-ის მიერ აგებული თვითმფრინავი ენერგიისთვის მზის პანელებს იყენებს, იგი დაახლოებით 9 მეტრი სიგრძისაა და 4 989 კილოგრამს იწონის.

პირველი თვითმფრინავი 2010 წლის აპრილში გაფრინდა და რვათვიანი მისიის შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდა. ბოლოს განხორციელებული მისია კი 2019 წლის ოქტომბერში დასრულდა — იგი 780 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ამჟამინდელი მისიის ხანგრძლივობა ჯერჯერობით უცნობია.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!