- 5 მაისი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის დაბადების დღეა.
სახელოვნებო სკოლების გაერთიანებისა და სამხატვრო სკოლის ორგანიზებით ცენტრალურ ბულვარში ჩატარდა ფიროსმანის საიუბილეო გამოფენა – პერფორმანსი.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების რეპლიკები და თეატრალიზებულად გააცოცხლეს ნახატების პერსონაჟები.
დღემ სასიამოვნოდ ჩაიარა და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სტუმრებზე.