ზუგდიდში, მამია ალასანიას ბიუსტი გაიხსნა


  • ზუგდიდში, საქართველოს ეროვნული გმირის მამია ალასანიას ბიუსტი გაიხსნა.

მამია ალასანია 6 მაისს 80 წლის გახდებოდა. ალასანიას ბიუსტი, ზუგდიდში ე.წ. „ფრანგულ პარკში“ გაიხსნა. ამ პარკში უკვე განთავსებულია ეროვნული გმირების მერაბ კოსტავას და გენო ადამიას ბიუსტები, ასევე 1924 წლის წლის აჯანყებულთა მემორიალი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბიუსტის გახსნის ცერემონიალს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მერის მოადგილეები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, მაჟორიტარი დეპუტატი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი და ალასანაის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

მამია ალასანია 1943 წლის 6 მაისს, სოფელ ანაკლიაში, გიორგობის დღეს დაიბადა. იმავე წელს ალასანიების ოჯახი ზუგდიდში გადასახლდა. მამია ალასანიამ 1961 წელს ზუგდიდის №1 საშუალო სკოლა დაამთავრა. მამია ალასანია 1974 წლიდან სამუშაოდ თბილისში უშიშროების კომიტეტის ცენტრალურ აპარატში გადავიდა და სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა, მოგვიანებით კი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის უშიშროების კომიტეტის უფროსი გახდა.

1993 წლის 27 სექტემბერს, მამია ალასანია ქალაქ სოხუმში მოკლეს, ის აფხაზეთის ომში იბრძოდა. 2017 წლის ოქტომბერში მამია ალასანიას ნეშტი იდენტიფიცირებულ იქნა და სამხედრო პატივით დაიკრძალა თბილისში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!