ქალაქ ზუგდიდს ახალი გერბი და დროშა ექნება. ამის შესახებ ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ განაცხადა. ქვარაიამ ზუგდიდის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსს ეკატერინე თოდუას დაავალა, სპეციალისტებთან ერთად შეიმუშაონ ქალაქის დროშის და გერბის ვარიანტები და საკრებულოს განსახილველად წარუდინონ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წინა მოწვევის საკრებულომ გერბი და დროშა მიიღო, თუმცა წინა მოწვევის საკრებულოს მიერ მიღებული ჰერალდიკური ნიშნები ზუგდიდის თემს დარჩა, მერიამ კი ახალი ნიშნები უნდა მიიღონ.