მეუფე გერასიმე აქციას ვერ დაესწრო


დილიდან ანაკლიაში,  წმინდა ნიკოლზის სახელობის ტაძარში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მრევლი და სასულიერო პირები  შეიკრიბნენ. სასულიერო პირებმა ლოცვები წაიკითხეს და სამშვიდობო პარაკლისი აღავლინეს. მანამდე კი, მათ ჰქონდათ მცდელობა შესულიყვნენ “კაზანტიპის რესპუბლიკის” შემოღობილ ტერიტორიაზე,
ტერიტორია რომ ეკურთხებინათ, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს,-ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულები, რომლებიც “კაზანტიპის” ფესტივალის მოწინააღმდეგეებს ხიდზე გადასვლის შესაძლებლობას არ აძლევდნენ. აქციის მონაწილეებთან შეხვედრა არც  “კაზანტიპის” პრეზიდენტმა არ მოისურვა   მილიონიანი აპარატურის უსაფრთხოების მომიზეზებით.  მაგრამ  შესთავაზა მანიფესტანტებს, “აიღონ საშვები და 20 აგვისტოდან “კაზანტიპის” კარები მათთვის ღია იქნება”. http://www.livepress.ge/ka/site/news/9836/აქციის განმავლობაში მრევლი  დაუპირისპირდა რამდენიმე მედიასაშუალების ჟურნალისტებსაც. “განმუხურის ხიდთან შეკრებილი მრევლი, რომელიც დღეს დილიდან “კაზანტიპის” საწინააღმდეგო აქცია-მსვლელობას მართავდა, ჟურნალისტების მიმართ აგრესიულობით გამოირჩეოდა. 
როგორც “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება, ისინი მედიის წარმომადგენლებს ფოტოებს უღებდნენ, აცხადებდნენ, რომ ჟურნალისტები შავრაზმელთა ბანდის წარმომადგენლები არიან და ცდილობენ პროვოკაცია შეიტანონ დღევანდელ მშვიდობიან აქციაში. 
აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს ემუქრებოდნენ და ამბობდნენ, რომ “საკუთარ თავს უნდა დააბრალონ, რაც მოუვათ”.http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/293635-anakliashi-sasuliero-pirebisa-da-mrevlis-aqcia-dasrulda.html აქცია დამთავრდა მაგრამ მისი მონაწილეების დიდი ნაწილი აპირებს დარჩეს ანაკლიაში და თვალ-ყური მიადევნოს 10 დღის განმავლობაში “კაზანტიპის რესპუბლიკის” საქმიანობას.  დღევანდელ აქციას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო მეუფე გერასიმე. როგორც ჩვენმა წყარომ  გვაცნობა, დილით ტობავარჩხილში წირვის ჩატარების შემდეგ მეუფე შეუძლოდ გახდა და ანაკლიაში ჩასვლა ვერ შესძლო, მაგრამ იგივე წყაროს ცნობით, მეუფე გერასიმე “კაზანტიპის’ მიმდინარეობის 10 დღის განმავლობაში, ანაკლიის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში დარჩენას და წირვა-ლოცვის აღვლენას ფიქრობს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!