4-6 აპრილს დროგამოშვებით მოსალოდნელია წვიმა


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4-6 აპრილს დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ზოგან თოვლი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა ინტერსიურმა თოვლის დნობამ და მოსალოდნელმა თანდართულმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!