ირაკლი ღარიბაშვილი – ჯერ კიდევ 25 თებერვალს ვსაუბრობდი, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა


  • ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და ამ ომით დაისჯებოდა, იქნებოდა უკრაინა – საუბედუროდ, ამის შემჩერებელი ჯერჯერობით არავინაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან განაცხადა.

პრემიერის თქმით, ქვეყნების ლიდერებმა, ვისაც ხელეწიფებათ ომის შეჩერება, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ რაც შეიძლება მალე დაასრულონ ომი.

„რაც დღეს უკრაინაში ხდება, ჩვენთვის ყველასთვის, უაღრესად შემაშფოთებელია. 4 ათასზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი არის განადგურებული, ქალაქები მიწასთან არის გასწორებული, ათასობით სამოქალაქო პირი შეეწირა ამ ომს და დღემდე გრძელდება ეს ტრაგიკული მოვლენები. სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მე, ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და ამ ომით დაისჯებოდა, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა და ასეც არის. ხედავთ, რომ დღეს უკრაინაში რუსეთის მიერ მთელი რიგი ტერიტორიები უკვე არის ოკუპირებული. ხედავთ, რომ ეს პროცესი გრძელდება და სამწუხაროდ და საუბედუროდ, ამის შემჩერებელი ჯერჯერობით არავინ არის.

ასე, რომ კიდევ ერთხელ ჩვენი მთავრობის სახელით მინდა ჩემი სოლიდარობა გამოვხატო უკრაინის და უკრაინელების მიმართ. ჩვენ უკრაინაში 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ. მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინის მოქალაქეების მიმართ, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან, მაქსიმალური ყურადღება და ზრუნვა გამოვიჩინოთ, იქნება ეს განათლების, ჯანდაცვის, თუ სხვა ნებისმიერი მათი საჭიროების გადაწყვეტის მიმართულებით, ჩვენ ასეც გავაგრძელებთ. ჩვენი დიდი სურვილი და ოცნებაა, ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. კიდევ ერთხელ, იმ ქვეყნებსა და იმ ლიდერებს, ვისაც ხელეწიფებათ ამ ომის შეჩერება, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ რაც შეიძლება მალე დაასრულონ ეს ომი“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!