სოფელ ერგეტაში კოლხეთის ეროვნული პარკამდე მისასვლელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კოლხეთის ეროვნული პარკამდე მისასვლელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს. ამჯერად ერგეტის ცენტრიდან დიდგვიმარას უბნამდე გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის იფორმაციით, გზა რომელიც არასდროს ყოფილა ასფალტირებული სრულად კეთილმოეწყობა. გზასთან ერთად მოხდება სანიაღვრე არხების მოწყობაც.

პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. გზის რეაბილიტაციის პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოების ღირებულება 1 მილიონ ლარზე მეტია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!