“ზუგდიდდასუფთავების ცენტრი” და დედამიწის საერთაშორისო დღე


  • დედამიწის დღესთან დაკავშირებით, დასუფთავების აქციაში დილიდან აქტიურად ჩაერთნენ აა “ზუგდიდასუფთავების ცენტრის” დამგველები, მეეზოვეები, მტვირთავები, ხოლო მათ 9 საათიდან შეუერთდნენ მერიისა და ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ადმინისტრაციის თანამშრომლები, სხვადსხვა ორგანიზაციებისა და კომერციული სტრუქტურების მუშაკები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა.

“ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, მათ მიერ დასუფთავდა ქალაქის ცენტრალური ქუჩები, სკვერები, პარკები, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია.

ცენტრის თანამშრომლების მიერ ქალაქის მასშტაბით, კანონდარღვევით გაკრული სარეკლამო და სხვადასხვა შინაარსის შემცველი განცხადებებისგან გაიწმინდა მოსაცდელები, ელექრობოძები და შენობა-ნაგებობები.

დასუფთავების აქცია, ასევე ჩატარდა მუნიციპალიტეტის 48 -ვე ადმინისტრაციულ ერთეულში. ჯამში აქციაში მონაწილეობა მიიღო 1500ზე მეტმა ადამიანმა. დასუფთავდა 60-ზე მეტი სხვადასხვა ობიექტი და მათი მიმდებარე ტერიტორიები. ნაგავსაყრელში გაიზიდა 91 კუბურმეტრზე მეტი მყარი ნარჩენი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!