საბავშვო ბაღებში დედამიწის დღეს სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობები მიეძღვნა


  • სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრს დაქვემდებარებულ საბავშვო ბაღებში დედამიწის დღეს სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობები მიეძღვნა.

შემეცნებითი აქტივობების პარალელურად, ბაღები შეუერთდნენ მასშტაბურ დასუფთვების კამპანიას.

დასუფთვდა ბაღებისა და მიმდებარე ტერიტორიები, დაირგო ნერგები. დედამიწის დღე ბაღების თანამშრომლებთან ერთად, პატარა აღსაზრდელებმაც აღნიშნეს.

ხათუნა თოლორაია, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენცენტრის დირექტორი: “ყოველწლიურად, ტრადიციულად, ვუერთდებით მასშტაბურ დასუფთვების აქციას, რომელიც დედამიწის დღეს ეძღვნება. რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანები უფრთხილდებოდნენ გარემოს, სკოლამდელი ასაკიდანვე ვცდილობთ ჩვენ აღსაზრდელებს ვასწავლოთ გარემოზე ზრუნვა. ამიტომაც, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ პატარების ჩართულობას გარემოსდაცვით აქტივობებში”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!