3-4 მაისს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი, ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

3-4 მაისს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსამდე მოიმატებს.

5 მაისიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გავრცელდება გრილი და ნოტიო ჰაერის მასები. მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება და წვიმა, ზოგან ძლიერი.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 2 და 5 მაისს +14, +16, ხოლო 3-4 მაისს +20, +22 გრადუსის ფარგლებში იქნება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!