ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ულოცავს რამადან-ბაირამს 


  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში მცხოვრებ თითოეულ მუსლიმს რამადან-ბაირამს ულოცავს.

“საქართველოში მცხოვრებ თითოეულ მუსლიმს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით გილოცავთ რამადან-ბაირამს – ერთთვიანი მარხვის საზეიმო დასრულებას, სულიერი განწმენდის, სიკეთისა და ერთმანეთზე ზრუნვის დიდ დღესასწაულს.

ჩვენ საუკუნეებია ერთად, ძმობითა და მეგობრობით ვაშენებთ ჩვენს საერთო სამშობლოს, ერთი გვაქვს აწმყო და ერთად უნდა შევქმნათ მომავალი. ამიტომ, თქვენი სიხარული – თითოეული ჩვენგანის სიხარულია.

ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად ვუერთდები თქვენს ზეიმს და მშვიდობას, კეთილდღეობას, ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებთ“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!