26 სექტემბრის საღამოს საათიდან 27 სექტემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 სექტემბრის საღამოს საათიდან 27 სექტემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, აჭარის, სამეგრელოსა და იმერეთის ტერიტორიაზე ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, ქარის ხანმოკლე გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე გამოიწვიოს წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

eleven + 15 =

Akismet ანტისპამი