25 დეკემბერს ბოტანიკური ბაღი საახალწლო ღონისძიებაზე გიწვევთ


  • 26 დეკემბერს, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, დაგეგმილი ღონისძიება მოსალოდნელი წვიმის გამო, ჩატარდება 25 დეკემბერს 14:00 საათზე.

ბოტანიკური ბაღის ეზოში მოეწყობა საშობაო გამოფენა-გაყიდვა, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა საახალწლო ხელნაკეთი აქსესუარების, ტკბილეულის, სუვენირებისა და საჩუქრების შეძენა.

ბავშვებს საჩუქრებთად ერთად სანტა-კლაუსი, ზღაპრის გმირები, ანიმატორები და სხვა გასართობი ატრაქციონები დახვდებათ.

ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებენ მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელები და თბილისის კამერული ორკესტრი “ოპერის კამერატა“.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

twenty + sixteen =

Akismet ანტისპამი