საახალწლოდ მორთული ნიკო დადიანის სასახლე გელოდებათ


  • დადაიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლის სამეჯლისო დარბაზი საახალწლოდ მოირთო.

საახალწლო გამოფენაზე წარმოდგენილია ნიკო დადიანის საახალწლო სუფრის იმიტაცია, გაშლილია სუფრა ნიკო დადიანის სიმბოლიკებით, სპეციალურად მისთვის დამზადებული მონოგრამიანი ჭურჭლით.

ასევე, წარმოდგენილია სახვითი ხელოვნების ნიმუშები. გამოფენილია უფლისწულის წინაპრების, კერძოდ, მისი ოჯახის წევრების ფოტოები.

გამოფენა გაგრძელდება 2023 წლის, 20 იანვრის ჩათვლით.

საახალწლო გამოფენის სტუმრობა უფლისწულის სასახლეში შეგიძლიათ სამშაბათიდან კვირის ჩათვლით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!