21 მაისიდან ტემპერატურა მოიმატებს


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 მაისიდან დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება +26, +31, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +22, +27 გრადუსამდე. მაღალი ტემპერატურის ფონზე ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს.

“თბილისში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 21 მაისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 22-23 მაისს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 21 მაისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 22-23 მაისს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 21 მაისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 22-23 მაისს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

4 − 4 =

Akismet ანტისპამი