- 21 აპრილს, 15:00 საათზე, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში წარმოადგენილი იქნება სპექტაკლი “ანა ფრანკის დღიური”.
სპექტაკლი მოგვითხრობს მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ისტორიას, რომელიც პატარა გოგონას ანა ფრანკის გარშემო ვითარდება.
“სპექტაკლი მოგვითხრობს, ადამიანების ურთიერთობაზე, რომელსაც თან სდევს შიში, სასოწარკვეთა და ისტერიკა. არსებულ უიმედობაში მთავარი გმირის ოპტიმიზმი და შემართება ბოროტებასთან ბრძოლის ერთადერთი იარაღი ხდება, რაც საშუალებას აძლევს რეალობას მოწყდეს, იოცნებოს და ამ ოცნებეში ჩაბნელებული კედლების მიღმა მთელი სამყაროს მშვენიერება შეიგრძნოს.”