“ვერ დაგვაბრმავებთ”-აქცია ზუგდიდში

ზუგდიდის ბულვარში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია "ვერ დაგვაბრმავებთ" გაიმართა. აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს, თბილისში საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავი სტრუქტურების ძალის გადამეტება. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: "ეს ყველას ბრძოლაა", "ყველას ვერ დაგვაბრმავებთ, მტერი გიჩანთ", "ბოდიში თვალს ვერ ჩაანაცვლებს", "ნამეტანი ხომ არ მოგივიდათ?", "არა მცოცავ ოკუპაციას". მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა გამართეს მსვლელობა ქალაქის ცენტრში.

მერაბ ქვარაია ნაყოფიას მკურნალ ექიმებს შეხვდა

"ზუგდიდელების" ინფორმაციით, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია იმყოფებოდა კლინიკაში, სადაც ოპერაცია გაუკეთდა ზუგდიდის თეატრის ახალგაზრდა მსახიობს დემეტრე ნაყოფიას, რომელსაც გუშინ, პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე თვალი დაუზიანდა. როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა "ზუგდიდელებს" უთხრა, ის შეხვდა ნაყოფიას მკურნალ ექიმებს, რომლებმაც მას უთხრეს, რომ ნაყოფიას ოპერაცია ჩაუტარდა ორ ეტაპად. ოპერაციის პირველი ნაწილი...

რადიო “თავისუფლება”: რას წარმოადგენს წითელი რაკეტისებრი ტყვია, რომელიც მომიტინგეებს ესროლეს?

"რაკეტის ფორმის რეზინის ტყვიების აღწერაში მითითებულია, რომ სროლისას დენთის მარაგი ისე უნდა იქნეს შერჩეული, რომ ტყვიის სისწრაფე ლულიდან გამოსვლის მომენტში არ აღემატებოდეს 130 მეტრს წამში. სისწრაფესა და დისტანციაზეა დამოკიდებული მისი შედეგიც".

ზაქარია ქუცნაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს

ზაქარია ქუცნაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.  

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

საქართველოს საპატრიარქომ გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა: "დიდია ჩვენი გულისტკივილი პარლამენტთან შუაღამისას განვითარებული მოვლენების გამო, რის შედეგადაც დაშავდა მრავალი ადამიანი, მეტწილად ახალგაზრდები. ქვეყნის სიყვარულით გულანთებული ათასობით ახალგაზრდა სამშობლოს ღირსების დასაცავად გამოვიდა რუსთაველზე და თავისი სამართლიანი გულისწყრომა გამოხატა პარლამენტის სხდომათა დარბაზში რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს იმ წევრის თავმჯდომარეობის გამო, რომელმაც მხარი დაუჭირა...

მარიამ თორია: “მე ბევრნაირი ვარ”…

"ზუგდიდელების" სტუმარია, ახალგაზრდა პოეტი მარიამ თორია. მარიამი 25 წლისაა, პროფესიით ეკონომისტი, მუშაობს "საქართველოს ფოსტის" ზუგდიდის სერვის ცენტრში.  -შენი პირველი პოეტური სტრიქონი... -ლექსის დაწერის პირველი და გაუცნობიერებელი მცდელობა 8-9 წლის ასაკში მქონდა. ზაფხულის არდადეგებზე დაიწერა პირველი ლექსი, რომელიც მხოლოდ ერთსტროფიანი იყო და სკოლის მონატრებას ეხებოდა, - სკოლას, კლასელებს. გააზრებულად წერა კი,...

ირაკლი კობახიძე გადადგა

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გადადგა. აღნიშნული ინფორმაცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. "ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ამკვიდრებს საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების მაღალ სტანდარტს და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია თავისი ქმედებებით. ამ მაღალი სტანდარტის ანგარიშვალდებულების კიდევ ერთი გამოხატულებაა დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ... ეს...

“ნუ გვესვრი”–ზუგდიდელი ჟურნალისტების სოლიდარობა აქციის მონაწილე კოლეგებს

ზუგდიდში, ცენტრალურ ბულვართან გაიმართა 20–21 ივნისს, პარლამენტის წინ აქციაში მონაწილე და ზიანებული ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია. და მასში მონაწილეობას იღებენ ცენტრალური და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები ზუგდიდსა და სამეგრელოს რეგიონში. 15 საათზე, თბილისში, შსს–ს ოფისის წინ, ჟურნალისტების ორგანიზებით, მიმდინარეობს სოლიდარობის აქცია "ნუ გვესვრი". საორგანიზაციო ჯგუფის განცხადებით, აქცია, პარალელურ რეჟიმში იმათება გორში, ბათუმში,...

“ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უძღვება. "ქართული ოცნების" ოფისში იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი გუნდის წარმომადგენლები.

პირობა, რომელიც შეასრულა ციცინო შამათავამ

სოფლის ხალხს განსხვავებული ხასიათი და ტრადიციები აქვს. მათი გული რომ მოიგო და მათ წინაშე ავტორიტეტი მოიპოვო, უნდა გენდობოდნენ. ახალსოფლელები ენდობიან სოფლის მკვიდრს, დამსახურებულ პედიატრს ქალბატონ ციცინო შამათავას. მას ზედმეტსახელად "ბრძენ ქალბატონს" ეძახიან თბილი, ყურადღებიანი, კეთილი, დაუზარელი, საქმის მცოდნე, მაღალი პასუხისმგბელობის გრძნობით,-ესეც მისთვის მიძღვნილი ეპითეტებია. ქალბატონ ციცინოს საკუთარ თავზე საუბარი არ...