“ნუ გვესვრი”–ზუგდიდელი ჟურნალისტების სოლიდარობა აქციის მონაწილე კოლეგებს


  • ზუგდიდში, ცენტრალურ ბულვართან გაიმართა 20–21 ივნისს, პარლამენტის წინ აქციაში მონაწილე და ზიანებული ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია. და მასში მონაწილეობას იღებენ ცენტრალური და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები ზუგდიდსა და სამეგრელოს რეგიონში.

15 საათზე, თბილისში, შსს–ს ოფისის წინ, ჟურნალისტების ორგანიზებით, მიმდინარეობს სოლიდარობის აქცია “ნუ გვესვრი”. საორგანიზაციო ჯგუფის განცხადებით, აქცია, პარალელურ რეჟიმში იმათება გორში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, ოზურგეთში, ახალციხეში.

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია მედიის 31 წარმომადგენელი, რომლებიც 20-21 ივნისს, თბილისში აქციის ძალით დაშლის დროს დაშავდნენ:
1. გურამ მურადოვი – ფოტოგრაფი, civil.ge – 11 ტყვია აქვს მოხვედრილი ზურგში;
2. თამარ ბაღაშვილი – ჟურნალისტი, რუსთავი 2 – აქვს მხრის ძვლის მოტეხილობა, დასჭირდა ქირურგიული ჩარევა;
3. გიორგი სულაშვილი – რუსთავი 2, დაცვის წევრი – დაკარგა თვალი, აქვს ყბის ძვლის მოტეხილობა. ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია;
4. ტატო გურგენიძე – ოპერატორი, რუსთავი 2 – რეზინის ტყვიების სროლის შედეგად აქვს ჭრილობები;
5. ლევან მელიქიძე – ოპერატორი, რუსთავი 2 – რეზინის ტყვიების სროლის შედეგად აქვს ჭრილობები;
6. თაზო თხილიშვილი – ოპერატორი, რუსთავი 2 – რეზინის ტყვიების სროლის შედეგად აქვს ჭრილობები;
7. თეონა ცხომელიძე – ჟურნალისტი, რუსთავი 2 – ბარძაყში ესროლეს რეზინის ტყვია;
8. ქეთა ციცქიშვილი – ჟურნალისტი, რუსთავი 2 – მიიღო ფეხის მსუბუქი დაზიანება;
9. ბესლან კმუზოვი – ჟურნალისტი, კავკაზსკი უზელი – მოხვდა რეზინის ტყვია სახის არეში;
10. მაკა ანთიძე – როიტერსის ჟურნალისტი სამხრეთ კავკასიაში – მოხვდა აგურის ნატეხი ზურგში, დაზიანებული აქვს ნეკნი;
11. დავით ახალაძე – ოპერატორი, ტვ პირველი – რეზინის ტყვია მოხვდა ცხვირში და მიიღო სხეულის დაზიანება;
12. ზურაბ კოკაია – ოპერატორი, ტვ პირველი – რეზინის 2 ტყვია მოხვდა ლოყაზე და მუცელში;
13. ქეთევან გრიგორაშვილი – ჟურნალისტი, ტვ პირველი – პოლიცია ხელს უშლიდა მუშაობაში, ჟურნალისტი აირით მოწამვლის გამო, 2-ჯერ მოხვდა რეანომობილში;
14. ალექსი მეგრელიშვილი – ჟურნალისტი, ტვ პირველი – სპეცრაზმის წარმომადგენელმა ჩაარტყა ხელში ე.წ. დუბინკა;
15. ლიკა უროტაძე – ჟურნალისტი, ტვ პირველი – რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად ფეხზე მიიღო დაზიანება;
16. დავით ყაჯრიშვილი – მძღოლი, ტვ პირველი – საფეთქელთან მოხვდა რეზინის ტყვია;
17. ანა ვახტანგაძე – ჟურნალისტი, on.ge – ფეხში მოხვდა რეზინის ტყვია;
18. გელა ბოჩიკაშვილი – ჟურნალისტი, on.ge – მკერდში მოხვდა რეზინის რამდენიმე ტყვია;
19. გვანცა ნემსაძე – ჟურნალისტი, on.ge – ფეხში მოხვდა რეზინის ტყვია;
20. დათო ქოქოშვილი – ჟურნალიტი, ნეტგაზეთი – კისერში მოხვდა რეზინის ტყვია;
21. გიორგი დიასამიძე – ჟურნალისტი, ნეტგაზეთი – ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცავებმა;
22. ნიკა მუხიგულიშვილი – ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი – სამართალდამცავებმა სცემეს და დააკავეს გადაღების დროს;
23. გიორგი პაჭიკაშვილი – ოპერატორი, საზოგადოებრივი მაუწყებელი – დაზიანება აქვს სახის არეში;
24. გიორგი ოსაძე – ოპერატორი, საზოგადოებრივი მაუწყებელი – დაზიანება აქვს სახის არეში;
25. კახა ჯონჯუა – ოპერატორი, საზოგადოებრივი მაუწყებელი – დაზიანება აქვს სახის არეში;
26. ლიკა ალელიშვილი – ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი – დაზიანება მიიღო ფეხის არეში;
27. მარი ნიკურაძე – ჟურნალისტი, OC Media – მოხვდა რეზინის ტყვია;
28. გიორგი ჭუმბურიძე – ოპერატორი, რადიო თავისუფლება – რეზინის ტყვია მოხვდა მუცლის არეში;
29. ილია სამურგანიდი – ოპერატორი, რადიო თავისუფლება – რეზინის ტყვია მოხვდა მუცლის არეში;
30. თორნიკე კოშკაძე – ჟურნალისტი, ინტერპრესნიუსი – რეზინის ტყვია მოხვდა სახის არეში;.
31. ეკა აბაშიძე – ჟურნალისტი, ინტერპრესნიუსი – რეზინის ტყვია მოხვდა ხელში;


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!