16 ივლისს, ანაკლიაში საზაფხულო სეზონი გაიხსნება


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 16-18-19 ივლისს ანაკლია მუსიკალურ საღამოებს უმასპინძლებს.

“16 ივლისს, ანაკლიაში საზაფხულო სეზონი გაიხსნება. 20:00 სათზე, ანაკლიის ბულვარში ჯგუფი ,,ქუჩის ბიჭების“, ნინი ქარსელაძისა და მარიკა თხელიძის კონცერტი გაიმართება.

18 ივლისს ანაკლიაში 12:00 საათიდან დაიწყება სპორტული ღონისძიებები. 20:00 საათზე ჯგუფი ,,ურსას“ კონცერტი გაიმართება.

19 ივლისს კი, ანაკლიაში ელენე ფოჩხუასა და ბენდის კონცერტი გაიმართება.”-აღნიშნულია ინფორმაციააი.

ინფორმაციისთვის: ღონისძიებები საქართველოს კულტურის სამინისტროს, ზუგდიდის მერიისა და სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ( DMO) მხარდაჭერით იმართება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

twenty + 20 =

Akismet ანტისპამი