სერბი მომლოცველების შესაწირი საფარველს


  • დადიანების სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაცით, საქართველოს ესტუმრა მომლოცველთა ჯგუფი სერბეთიდან, ქალბატონ ნევენა სეკულიჩის ხელმძღვანელობით. მორწმუნეებმა მოილოცეს ეპარქიის ღირშესანიშნაობები და მისი უწმინდესობა, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის, მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით მიეახლნენ კაცობრიობის უდიდეს სიწმინდეს, ღვთისმშობლის წმინდა სამოსელს, რომელიც დაბრძანებულია ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში.

სერბი ერის სახელით, ჯგუფმა ღვთისმშობელს შემოსწირა ვერცხლის კანდელი, როგორც ქართველი და სერბი ერის, ქრისტესა და ღვთისმშობლისადმი დაუცხრომელი სიყვარულისა და ერთგულების ნიშნად.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

one × 4 =

Akismet ანტისპამი