ჯგუშიას მორიგი ბრიფინგი


დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ფოიეში, “სამეგრელოს ხმის” ლიდერმა და ზუგდიდის მერობის მსურველმა თენგიზ ჯგუშიამ, ბრიფინგი გამართა. მან რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. თენგიზ ჯგუშიას განმარტებით, მერიის შენობა, მოქალაქეებისთვის, უნდა იყოს სწორი, მართებული და ეფექტიანი სერვისების მიმწოდებელი.

“აქ უნდა იჯდეს მერი, რომლის მოსვლა თითოეულ თანამშრომელს უნდა უხაროდეს და აძლევდეს არა დაძაბულობის საფუძველს, არამედ ყოველდღიური განვითარების, განათლების მიღების, მოქალაქეებთან უფრო დაახლოების საფუძველს. ამ შენობაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს, გარდა ზუგდიდის მოქალაქეების კეთილსინდისიერი მსახურებისა, ინტრიგის ინდექსი უნდა იყოს ნული.”

თენგიზ ჯგუშიამ ისაუბრა, მაისში დანიშნულ შუალედურ არჩევნებზე. მისი თქმით, დროზე უნდა დაინიშნოს არჩევნების თარიღი. “ნუ შეგყავთ მოსახლეობა გაურკვევლობაში და დაბნეულობაში. მე ძალიან კარგად ვიცი, დიდი გამოცდიელებით, როგორ არჩევთ თქვენ არჩევნების რიცხვს თქვენი სამანიპულაციო ქმედებების შესაბამისად. არჩევნები დანიშნეთ მაისის დასაწყისში, მოსახლეობას და მოქალაქეებს ასე უნდათ. რაც უფრო ადრე დანიშნავთ არჩევნებს, მით უფრო დაზოგავთ რესურსებს”.

თენგიზ ჯგუშიას განმარტებით, მერად არჩევის შემთხვევაში, ის აპირებს შეხვდეს, მერიაში მომუშავე ყველა ადამიანს და არავის კრავს ხელს, მხოლოდ შეამცირებს მერიის საშტატო ნუსხას. “თუ კი ლონდონის მერია ახერხებს მართავდეს ამხელა მეგაპოლისს 72 კაციანი შტატით, ზუგდიდს გარდამავლ პირობებში აუცილებლად ეყოფა ორიათასსამასი კაცის ნაცვლად, 80 კაციანი სტაფი”. ის ამბობს, რომ მერად არჩევის შემთხვევაში ის არ იქნება ამ შენობაში. “სად იქნება თენგიზ ჯგუშია მერის ამპლუაში? ზუგდიდის ქუჩებში, გზების მშენებლობებზე, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში, სოფლებში, თხილნარებში, ექიმებთან საავადმყოფოებში, მასწავლებლებთან”.

ბრიფინგზე, მან აღნიშნა, რომ მობილურის ის ნომერი, რაც დღეს აქვს, ექნება მერად ყოფნის დროსაც და ჩვეულებრივ უპასუხებს ნებისმიერი მოქალაქის ზარს, ისევე როგორც დღეს პასუხობს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!