ხმაური ქალაქის საკრებულოში


დღეს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის საკითხის განხილვას ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა დეპუტატებს თენგიზ ხარჩილავასა და ანა წითლიძეს შორის. ანა წითლიძეს ნაჩქარევად მიაჩნია გარე ვაჭრობის რეგულაციის დამტკიცება, რაზეც თენგიზ ხარჩილავამ შეახსენა, რომ აღნიშნული საკითხი, “ნაციონალური მოძრაობის” დროსაც არ იყო მოგვარებული.

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=zwr88mvibRU[/embedyt]თენგიზ ხარჩილავამ ოპოზიციონერ დეპუტატს ცხრაწლიანი მმართველობა შეახსენა, საპასუხოდ წითლიძემ თენგიზ ხარჩილავას კორუმპირებული უწოდა. ხარჩილავამ სხდომაზე განაცხადა, რომ წითლიძეს ბაზარში ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ. საკრებულოს თავმჯდომარემ ნატალია შეროზიამ დეპუტატებს ეთიკის კოდექსი შეახსენა და სიმშვიდისკენ მოუწოდა. ხარჩილავამ სხდომა დატოვა, თუმცა მოგვიანებით, ისევ შემოვიდა.

გარე ვაჭრობის რეგულირების დამტკიცებას მხარს არ უჭერს „ერთიანი ნაციონალური’’ მოძრაობის წევრი ანა წითლიძე.  სხდომის დამთავრების შემდეგ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჟურნალისტებთან განაცხადა:

„ზუგდიდს ჰყავს მატყუარა მერი, რაც იმას ნიშნავს, რომ როცა გარევაჭრობაზე დავიწყეთ მუშაობა მერიის მხრიდან იყო დაპირება, რომ გარე ვაჭრობის საკითხს  ჩვენ არ მივიღებდით, საკრებულო მანამ, სანამ შეჯერებული არ იქნებოდა ყველა მხარის პოზიცია.’’ მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ნაჩქარევად არის მიღებული და არ იქნა მოვაჭრეთა ინტერესები გათვალისწინებული.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=XehKWJOfGuQ[/embedyt]

„ევროპული საქართველოს’’ წევრმა ბათლომე შელიამ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა. ის ამბობს, რომ  ეს არ არის ის ხელისუფლება, რომელიც უმტკივნეულოდ ჩაატარებს ამ პროცესს, აქ ადამიანების ბედზეა საუბარი.’’[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=wT1GCLOkB0M[/embedyt]

დეპუტატმა ნუგზარ სარიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გარევაჭრობის საკითხზე მუშაობა თითქმის ერთი წელია მიმდინარეობს და ამ პროცესში ჩართული იყო ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლები. მისი თქმით, გარევაჭრობა ქალაქის 15 ქუჩაზე აიკრძალება. [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=DNYh8lnSOSg[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!