გაიხსნა მაჟორიტარის ბიურო


დღეს, კოსტავას #58-ში, პირველ სართულზე, გაიხსნა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიურო. მაჟორიტარმა დეპუტატმა, საზოგადოებას, ბიუროს თანამშრომლები წარუდგინა. ბიუროს ხელმძღვანელად დაინიშნა „ქართული ოცნების’’ წევრი ჯონი ჯიქია.

კოორდინატორად ირაკლი ბაღათურია, საზოგადოებასთან ურთიერთობას  უხელმძღვანელებს სოფიკო კვარაცხელია, მატერიალურ ტექნიკურ მხარეს ლადო ჯოლოხავა. ბიურო იმუშავებს ყოველ  დღეს 10-დან 6-საათამდე შაბათ-კვირის გარდა. შეხვედრაზე, მერაბ ქვარაიას რამდენიმე შეკითხვა დაუსვეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მაჟორიტარმა დეპუტატმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ ბიუროს მიმართონ პრობლემებით, საჭიროებებით. „პერიოდულად დაიგეგმება შეხვედრა მაჟორიტარ დეპუტატთან. ჩვენ მჭიდრო კომუნიკაციის რეჟიმში ვიქნებით მოქალაქეებთან, რათა მაქსიმალურად მოხდეს შესაძლებლობების გამოყენება საზოგადოების საკეთილდღეოდ.’’- განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

ბიუროს ხელმძღვანლი ჯონი ჯიქია ამბობს, რომ “ბიურო ორშაბათიდან დაიწყებს მუშაობას და თითოეულ მოქალაქეს შეუძლია მოვიდეს პრობლემებით, ჩვენ კი შეძლებისდაგვარად მათ დავეხმარებით ადგილობრივ თვითმმართველობასთან შუამდგომლობას გავუწევთ”.

ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid- ის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!