გაიხსნა “მოსწავლე-ახალგაზრდობის დღეები 2017”


დღეს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, მოსწავლეთა კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენით გაიხსნა “მოსწავლე-ახალგაზრდობის დღეები 2017”, რომელიც გაგრძელდება 14 ივნისამდე. ამ ხნის განმავლობაში, მოსწავლეებს, შესაძლებლობა ექნებათ სასახლის მიერ დაგეგმილ ინტელექტუალურ, შემეცნებით და გასართობ პროექტებში  მიიღონ მონაწილეობა

. დღევანდელი კონკურსი, მიეძღვნა “დედა ენის” დღეს. ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის რამდენიმე საჯარო სკოლა. დედა ენაზე შექმნილი ლექსები წაიკითხეს სასახლის დრამატული სტუდიის ნორჩმა წევრებმა.

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მასობრივი ღონისძიებების ორგანიზატორმა მედეა თორიამ აღნიშნა, რომ გამარჯვებულების გამოსავლენად იმუშავებს სპეციალური ჟიური, რომელიც შეაფასებს ნორჩ კალიგრაფისტთა ნამუშევრებს. 14 ივნისს, მოსწავლე -ახალგაზრდობის დღეების დახურვის დღეს, მოხდება გამარჯვებულთა დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვება.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!