ხმაურის შემდეგ, ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ისევ ჩაიშალა


  • დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”. დარბაზში უკმაყოფილება, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ საკრებულოს თავმჯდომარისთვის გაგზავნილ ღია წერილს მოჰყვა.

სხდომის დასაწრწიში , “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა მაია კალანდიამ შეკრებილებს გააცნო ღია წერილის საკითხები და განაცხადა, რომ მხოლოდ მათი განხილვის პირობებში იმუშავებენ საკრებულოში. იქვე მაია კალანდიამ საკრებულოს წევრებს შესთავაზა მემორანდუმზე ხელი მოეწერათ. დეპუტატებისგან უარის მიღების შემდეგ “ენმ” სხდომათა დარბაზი ხმაურით დატოვა. “ჩვენ შევადგინეთ მემორანდუმი აღნიშნულ საკითხებზე და გადმოგცემთ. გთხოვთ გაეცნოთ. მემორანდუმზე საჯაროდ ხელის მოწერის შემდეგ, მზად ვართ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე ვიმუშავოთ”.

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ გიგა ფარულავამ სხდომას მიმართა, რომ მისთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი.

“ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა საკრებულოს აპარატსა და მერიის შესაბამის უწყებებში დაუყოვნებლივ მოეწყოს რეორგანიზაცია, არის რევანშის წყურვილი. სამწუხაროდ, ეს ფაქტია, ვერ იშლიან საკუთარ ჩვევებს. სწორედ ამიტომ, ვთქვით ჩვენ თავიდანვე, პირველი შეკრებისთანავე, რომ ჩვენი გუნდი არ დავუშვებდით ერთპარტიულ მმართველობას მუნიციპალიტეტის საკრებულოში. ხაზგასმით ვამბობთ, არ მივიღებთ არც ერთი პარტიისგან ულტიმატუმის ენით საუბარს, დაუშვებლად მიგვაჩნია რევანშისტული იდეით და საკუთარი გუნდის დასაქმების მიზნით საჯარო სამსახურის რეორგანიზაცია. “ნაციონალურ მოძრაობას” კარგად უნდა ესმოდეს რეორგანიზაციის შემდეგ, ისინი ვერ მიიღებენ ვერანაირ განსაზღვრულ კვოტებს ვერცერთ ორგანიზაციაში და უწყებაში. პოპულიზმია ის განცხადება, სადაც ამბობენ, ადმინისტრაციულ რესურსზე უარის თქმასთან დაკავშირებით, მაშინ როცა, დღეს, ზუგდიდის საკრებულოში ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს 5 მოადგილე. ხაზგასმით მინდა ვთქვა და ეს საზოგადოებას კარგად ესმოდეს, ჩვენი გუნდი მხარს დაუჭერს ყველა ჯანსაღ ინიციატივას, რომელიც ნაკარნახევი იქნება მხოლოდ მუნიციპალიტეტის, საზოგადოების და საჯარო მოხელეების ინტერესებით. “-განაცხადა გიგა ფარულავამ.

“ნაციონალური მოძრაობის” მიერ დარბაზის დატოვების შემდეგ, სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ერთი კვირით გადაიდო.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!