„ნაციონალური მოძრაობა” ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს


  • “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ზუგდიდის მუნიიცპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს გიგა ფარულავას ღია წერილით მიმართავს და რამდენიმე საკითხის განხილვას ითხოვს. ამის შესახებ პარტიის წევრმა ანა წითლიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა. 

საკითხები, რომლის განხილვასაც საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობა” ითხოვს შემდეგია:

“პირველ რიგში ჩვენ უარს ვამბობთ ყველანაირ პრივილეგიაზე, სახელმწიფო მანქანებზე, საწვავზე, სატელეფონო და სხვა ადმინისტრაციული ხარჯებზე. ჩვენი მიზანი თანამდებობები არ არის, ჩვენი მიზანი რის გამოც მხარი დავუჭირეთ საკრებულოს თავმჯდომარეს არის შემდეგი: საკრებულოს აპარატის რეორგანიზაცია: საჯარო მოხელეების არა ნეპოტიზმის არამედ კონკურსის წესით დანიშვნა.

ზუგდიდის აიპების სადაც 3000 მდე თანამშრომელი მუშაობს სრული რეორგანიზაცია. კერძო აუდიტის მოწვევა რომელიც შეისწავლის აიპიების მუშაობას, საშტატო შემადგენლობას. მათ შორის მერიის და საკრებულოს მიერ გამოცხადებული ტენდერების და სახელმწიფო შესყიდვების შესწავლა და კორუფციული გარიგებების გამოვლენა.

ზუგდიდის 22 მილიონიანი სახელფასო ფონდის შემცირება და დაზოგილი თანხების სოციალურ და ინფრასტრუქტულ პროექტებში გადასროლა.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის საფასურის გაუქმება. საკრებულოს ამის ბერკეტი აქვს. ეს არის საკითხები რომელზეც საჯარო დადებითი პასუხი გვჭირდება გახარიას გუნდისგან . არ მაქვს არანაირი საფუძველი ვიფიქრო, რომ საწინააღმდეგოს ფიქრობენ, მაგრამ ვთვლი, რომ ზუგდიდელებს სჭირდებათ საჯაროდ და გამჭვირვალედ იცოდნენ რაზე უნდა იმუშაოს საკრებულომ და რაში უნდა გადაუხადონ მათ ხელფასები.

სხვანაირად ზუგდიდის საკრებულოს მუშაობა ვერ იქნება ეფექტური და ვერც შედეგის მომცემი, სხვანაირად იმისთვის რომ ჩვენ ზუგდიდელების ფული ვჭამოთ და ქართული ოცნების ტრადიცია გავაგრძელოთ არ ვიზამთ.”-ამბობს ანა წითლიძე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!