ზუგდიდში 34 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა


  • დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, ზუგდიდში, ადმინისტრაციული დაპირების მქონე იძულებით გადაადგილებულ 34 ოჯახს ბინები გადაეცა.

სააგენტოს დირექტორის განცხადებით, იძულებით გადაადგილებული ოჯახების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესი აქტიურად გრძელდება. ბოლო წლების განმავლობაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილების განსახლების მიზნით, მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა და ახალი საცხოვრებელი ფართი 1344 ოჯახს გადაეცა.

2022-2024 წლებში, ზუგდიდში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის, დამატებით, 1700 ბინა აშენდება.მომდევნო 3 წლის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახალ საცხოვრებელს, ჯამში, 13 000 დევნილი ოჯახი მიიღებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!