ხვალ ზუგდიდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება


  • საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 332-ე კმ-ზე (ქ. ზუგდიდი, ყოფილი ავტოსადგურის ტერიტორია) ა(ა)იპ “საქართველოს ბეემვეს კლუბის“ მიერ დაგეგმილია დრიფტის სერიების (იგივე ჩემპიონატის) ეტაპის ჩატარება, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე 2022 წლის 5 აგვისტოს 20:00 სთ-დან 7 აგვისტოს 20:00 სთ-მდე, იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ნინოშვილის ქუჩის გავლით. ხოლო, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ლაღიძის ქუჩის გავლით.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!