ციალა ჯოჯუამ საპროტესტო აქცია შეწყვიტა


79 წლის, ციალა ჯოჯუამ, რომელიც მერიის წინ 26 დღე იწვა და  საპროტესტო აქციას მართავდა, უკვე მესამედ, აქცია  შეწყვიტა. ქალიაშვილის ლალი ცირდავას ინფორმაციით, მათთან სახცოვრებელ ბინაში რამდენჯერმე იმყოფებოდა ქალაქის ვიცე მერი გია გულორდავა, რომელიც გაეცნო საქმის დეტალებს  და ოჯახს დახმარებას დაპირდა.

 “დამპირდნენ 40 კვ. მ- ფართის მიშენებას  და დაკანონებას. სხვა გზა არ მქონდა რომ მათთვის არ დამეჯერებინა, თანაც დედაჩემი შეუძლოდ არის.  ამ ეტაპზე, ბინაში მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. ვიცე მერმა გულორდავამ დაავალა კეთილმოწყობის ცენტრის თანამშრომლებს სარემონტო სამუშაოები ხარისხიანად შეასრულონ. ბატონმა გიამ ჭაღი გვაჩუქა.  მე სხვისი არაფერი მინდა, რაც კანონით მეკუთვნის იმას ვითხოვ”

ციალა ჯოჯუა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ, პროტესტის ნიშნად, ღია ცის ქვეშ, 64 დღე იწვა. გარკვეული პერიოდი იშიმშილა კიდეც. მან აქცია მას შემდეგ შეწყვიტა, როცა მერია მას საცხოვრებელი ფართის დაკანონებას და შეკეთებას დაჰპირდა. მოგვიანებით, მან ისევ დაიწყო შიმშილობა მერიის წინ, მაშინაც შეპირებებით დააბრუნეს შინ. ეს ციალა ჯოჯუას რიგით მესამე საპროტესტო აქცია იყო.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!