გურგენ ( გიზო) სართანიამ ბრიფინგი გამართა


“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” გამგებლობის კანდიდატმა გიზო სართანიამ  დღეს, პარტიის ოფისში, ბრიფინგი გამართა.  მან ადგილობრივი  ხელისუფლება პლაკატების დაზიანებაში, გადაწებვაში დაადანაშაულა. ფაქტის დასადასტურებლად  კი, ჟურნალისტებს ფოტომასალები წარუდგინა. გამგებლობის კანდიდატის თქმით, მას უვრცელებენ ჭორებს თითქოსდა მან მოხსნა მისი კანდიდატურა.

სართანია ამბობს, რომ ის არ აპირებს მისი კანდიდატურის მოხსნას და ბოლომდე  იბრძოლებს გუნდთან ერთად გამარჯვებისთვის.

 “გვებრძვიან ბინძური მეთოდებით. მეგონა არჩევნები ჩატარდებოდა  ნორმალურ ვითარებაში, იყენებენ ყველა საშუალებას და ხერხს. დევნილებს პირდებიან, რომ ბინებს გადასცემენ მომავალში, მოსახლეობასთან დადიან და  აშინებენ მოგიხსნით სოციალურს, ვისაც არ აქვს პირდებიან სოციალურს.   ბინძური მეთოდით გვიპირსპირდებიან. გვეგონა “ნაციონალური მოძრაობა” დაგვიპირისპრდებოდა, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა გვიპირსირდება “ქართული ოცნება” ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი.”[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=6lSWUSYVOEA[/embedyt]

გიზო სართანიას ბრალდებებს უარყოფს “ქართული ოცნების” შტაბის უფროსი ლაშა გვასალია. მისი თქმით, “ჩვენ არ გვაქვს ისეთი სიტუაცია, რომ მსგავს ხერხებს მივმართოთ. ყველანარი გამოკითვით ჩვენ ვართ წინ. ჩვენი კანდიდატები სერიოზული პროცენტით უსწრებენ მათ მოწინაღმდეგე კანდიდატებს, ამიტომაც ასეთ ხერხებს იყენებენ ისინი, ვისაც ეშინია გამარჯვების”.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!