ზუგდიდში ტექნოპარკი გაიხსნა


დღეს, ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენციაში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ ტექნოპარკი გახსნა. საზეიმო გახსნაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა ვიცე- პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ქაშიბაძემ.

მათ დაათვალიერეს სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, სასწავლო ცენტრი, საკონფერენციო დარბაზი, რეკრეაციული სივრცე და სხვა სერვისები.

 ვიცე პრემიერის  თქმით,  ტექნოპარკი აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და ტექნოლოგიით. „ აქ  გახსნილია სივრცე ცოდნისთვის, სიახლებიისთვის, ინოვაციებისთვის  ჩვენი ბავშვებისთვის და ახალგაზდებისთვiს. დასავლეთ საქართველოში მცხოვრებლებს აქვთ შესაძლებლობა მიიღოს ყველა სერვისი და მომსახურება, რომელიც ჩვენ, თბილისში, ტექნოპარკში გვქონდა“. ქუმსიშვილის განმარტებით, ტექნოპარკში მომსახურება არის უფასო და მილიონ ლარზე მეტია დახარჯული ტექნიკისთვის .  „მინდა ყველა ზუგდიდელი მოვიდეს და ნახოს თუ რამხელა ცოდნის კარია გახსნილი.“

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!