ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდა. დეპუტატი ნიკოლოზ ზარქუა გამოვიდა იურიდიულ, სამანდატო, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეთიკის საკითხთა და ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიიდან.
ნუგზარ სარია ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის შემადგენლობიდან, ხოლო დეპუტატი ვახტანგ გოგილავა განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის შემადგენლობიდან. ისინი სხვადასხვა კომისიაში გადანაწილდნენ. დეპუტატმა ნუგზარ სარიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ცვლილებები გამოწვეულია საკრებულოს თავმჯდომარის და მისი მოადგილის არჩევასთან დაკავშირებით. ისინი გადანაწილდნენ სხვადასხვა კომისიებში და შეივსო მისი შემადგენლობა რეგლამენტის საფუძველზე“- აღნიშნა სარიამ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=uCn7R58540o[/embedyt]
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატს ანა წითლიძეს, კომისიებში, ცვლილებების განხორციელებას „ფარსად“ მიიჩნევს. ის ამბობს, რომ „ეს კიდევ ერთელ ადასტურებს, რომ საკრებულო და ზოგადად, ადგილობრივი თვითმმართველობა, ორიენტირებული არ არის მოქალაქეების და ზუგდიდელების ინტერესებზე“. წითლიძის აზრით, კომისიებში ცვლილებების განხორციელება უკავშირდება გუბერნატორ ლევან შონიას.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=cjt26btJTWU[/embedyt]