ვახტანგ გოგილავა ქალაქის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას უხელმძღვანელებს


ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, ქალაქის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა მაჟორიტარი დეპუტატი „საჯვარო-ფაიფურის“ უბანში, ვახტანგ გოგილავა. ვახტანგ გოგილავამ დეპუტატებს მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობა გუნდს, რომელმაც გამომიცხადა ნდობა და დამნიშნეს ამ თანამდებობაზე. ეს არის ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა, ჩემთვის აბსოლიტურად ცნობილია ამ მიმართულებით არსებული პრობლემები, აქედან გამომდინარე, მე შევეცდები, შესაძლებლობის და კომპეტენციის ფარგლებში, ეფექტური იყოს ჩემი კომისიის მუშაობა“- განაცხადა ჟურნალისტებთან გოგილავამ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=uT1Q58ddD-c[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!