ზუგდიდში თამბაქოს საწყობი დაიწვა


ზუგდიდში თამბაქოს საწყობი დაიწვა, ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. აფეთქების შედეგად საწყობის მენეჯერი – ბესო ჯგუშია დაიღუპა. აფეთქება, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, მოკლე ჩართვამ გამოიწვია, იმდენად ძლიერი იყო, რომ შენობა მთლიანად დაანგრია, მისი ნამსხვრევები კი 60-70 მეტრის რადიუსში მიმოფანტა.  აფეთქებას ხანძარი მოჰყვა, რომლის ლოკალიზება მალევე მოხერხდა. ნანგრევების გაწმენდის დროს მაშველებმა მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც ბეტონის ფილებქვეშ იყო მოყოლილი.

როგორც გაირკვა, დაღუპული საწყობის მენეჯერი, 44 წლის ბესიკ ჯგუშიააა. აღსანიშნავია, რომ შენობა, რომელიც აფეთქდა, გაეროს ზუგდიდის ოფისის ყოფილი შენობაა, რომელიც თავის დროზე, სწორედ გაეროს უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინებით აშენდა – ორმაგი კედლითა და სხვა პარამეტრებით. აფეთქებამ ბეტონის ფილები მომცრო ნაწილებად დაშალა, მაგრამ ახლომდებარე კერძო სახლები არ დაზიანებულა.

ბესო ჯგუშია აქტიური მოქალაქე იყო. თავის დროზე გახლდათ სოციალისტური პარტიის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ყოფილ პარლამენტართან,  თენგიზ ჯგუშიასთან ერთად, წინასაარჩევნო კამპანიებში.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!