„რა ვიცით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ”


საქართველოში ნატოს კვირეულის ფარგლებში, დღეს, ზუგდიდის, არტ გალერეაში გაიმართა ვიქტორინა სკოლებს შორის „რა ვიცით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ’  .ვიქტორინაში მონაწილეობას ღებულობდა ზუგდიდის ხუთი საჯარო სკოლა. გაიმარჯვა მეხუთე საჯარო სკოლამ. გამარჯვებულებს გადაეცათ სერთიფიკატები და ფასიანი საჩუქრები.
საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენელის სამეგრელოს რეგიონში ანა ცანავას თქმით, კონკურსების მიზანია მოსწავლეების ჩართულობა ევროპულ და ევრო ატლანტიკულ ინტეგრაციის პროცესში, ასევე ნატოს შესახებ ცნობიერების ამაღლება. კვირის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის ღონისძიება, დასუფთავების აქციები და დებატები


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!