“ჩვენ ვირჩევთ ევროპას”


დღეს, ევროპის დღეების ფარგლებში, ხუბულავას ქუჩიდან სამ კილომეტრამდე ველომარათონი სახელწოდებით “ჩვენ ვირჩევთ ევროპას” გაიმართა. ველომარათონში მონაწილეობას ღებულობდნენ: სტუდენტები, მოსწავლეები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ველომარათონში გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც გადაეცათ ფასიანი საჩუქრები, თასები, მედლები და სერთიფიკატები. პირველი ადგილი დაიკავა აკაკი მგალობლიშვილმა, რომელსაც გადაეცა საჩუქრად პლანშეტი. “ზუგდიდელებთან’’ საუბარში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელოს ბიუროში ანა ცანავამ აღნიშნა: ,,მარათონის მიზანია საზოგადოების მხრადაჭერის წარმოჩენა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისადმი და ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. სამეგრელოში ევროპის დღეების ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა სახის ღონისძიება.

აკაკი მგალობლიშვილი პირველი ადგილის მფლობელი: ,, მოხარული ვარ, ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში რომ მივიღე მონაწილეობა, მადლობა მინდა გადავუხადო ღონისძიების ორგანიზატორებს. სასურველია. მსგავსი სახის მარათონები ხშირად იმართებოდეს ჩვენს ქალაქში. ჩემი არჩევანი ნატოა”.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!