შსს სარჩელი გუნავას წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა


დღეს, რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა შსს-ს  სარჩელი ნაციონალური მოძრაობის წევრის თენგიზ გუნავას წინააღმდეგ. გუნავას ბრალად ედებოდა გენერალური ინსპექციის უფროსად მუშაობის დროს სამინისტროს სარგებლობაში მყოფი ავტომანქანების საწვავი ტალონების მითვისება. მთლიანობაში 56 ათასს ლარზეა საუბარი. გუნავას ადვოკატის ივანე პეტრიაშვილის თქმით, სასამართლომ მიიჩნია რომ სარჩელი წარმოდგენილი იყო საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევით, რაც სასამართლო სხდომაზე ვერ გახდებოდა მისი არსებითი განხილვის საფუძველი. მოცემულ საქმეზე მიღებულია განჩინება, რომელიც 12 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ადვოკატის თქმით, სასამართლოში წარმოდგენილი არ იყო არც რაიმე ზეპირი მტკიცებულება, ერთადერთი იყო დოკუმენტი მტკიცებულებების გარეშე არსებული სარჩელი.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=odC4t3m1P3k[/embedyt]აღნიშნულ ბრალდებებს აბსურდულს და სასაცილოს უწოდებს თენგიზ გუნავა. მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პოლიტიკურად მისთვის მიუღებელი პიროვნებები დასაჯოს ან შეაშინოს[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=egEI-F9_8Cg[/embedyt]

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!