შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენცია


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აკ.წერეთლის სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გრძელდება შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა ციკლი. სწორედ ამ ეგიდით ჩატარდა დღეს თეორიული კონფერენცია -“ვეფხისტყაოსნის მკვლევარები”.ბიბლიოთეკის დირექტორმა მადონა მაქაცარიამ წარმოადგინა საკონფერენციო თემა ზვიად გამსახურდიას “ვეფხისტყაოსნის სახის მეტყველება”. ნაშრომში გადმოცემული იყო ზ.გამსახურდიას  მიერ რუსთველის მხატვრული აზროვნებისა და მსოფლმხედველობის ახლებული გააზრება. 

თემა “ვეფხისტყაოსანი მსოფლიო ლიტერატურაში” წარმოადგინა  ეთერ ლაშხიამ, რომელმაც ხაზი გაუსვა “ვეფხისტყაოსნისა” და მისი ავტორის აღიარებას მსოფლიო ლიტერატურაში. ” მიუხედავად იმისა,რომ პოემის შექმნის დღიდან საუკუნეები გავიდა, ჯერაც არავის დაუწერია მისი მსგავსი რამ. ეს პოემა მსოფლიო ლიტერატურის უდიდეს ქმნილებათა საგანძურშია შეტანილი”- ასე აფასებენ პოემას უცხოელი მკითხველები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ბიბლიოთეკის თანამშრომლები და აქტიური მკითხველები.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!